დუმფრისის აგენტი პრემიერ ლიგის კლუბებთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა

 დუმფრისის აგენტი პრემიერ ლიგის კლუბებთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა
სმარტუნიონი

დამფრისის აგენტი პრემიერ ლიგის კლუბებთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა.

ინტერის მცველი დენზელ დუმფრისის აგენტი ინგლისში გაფრინდა, სადაც პრემიერლიგის რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას გამართავს, წერს ჟურნალისტი ნიკოლო შირა.

26 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის პრეტენდენტებს შორის არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ტოტენჰემი. მილანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

აღსანიშნავია, რომ “წითელ ეშმაკებს” მოლაპარაკებები უფრო დაწინაურებული აქვთ. თუმცა, ინტერს ფეხბურთელისთვის ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

დუმფრისის კონტრაქტი ინტერთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მან გუნდში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები