DigitalBits – პირველი გადაუხდელობა ივნისში. იცვლის თუ არა ინტერი სპონსორს?

 DigitalBits – პირველი გადაუხდელობა ივნისში. იცვლის თუ არა ინტერი სპონსორს?
Digiqole Ad

DigitalBits – პირველი გადაუხდელობა ივნისში. იცვლის თუ არა ინტერი სპონსორს?

ინტერის მაისურის სპონსორის DigitalBits-ის ფინანსური პრობლემებისა და დაგვიანებული გადახდების შესახებ ამბებმა დიდი ხმაური გამოიწვია. ინტერის ბანაკში კომენტარის გაკეთება ამჯობინეს და შემოიფარგლნენ მხოლოდ შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ ვმუშაობთ სირთულეების დასაძლევად”.

ხვალ საღამოს ჩეზენაში, როცა ინტერსა და ლიონს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, დიდი ალბათობით მაისურზე ახალი სპონსორის სახელი არ იქენბა და ასევე სტადიონის სარეკლამო ბანერებზეც იქნება შეზღუდვები.

DigitalBits-თან ურთიერთობაში პირველი ხარვეზები ივნისის ბოლოს თარიღდება, როდესაც იმ დროისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 მილიონის გადახდა ვერ მოხერხდა.

სიტუაციიდან გამომდინარე, ნერაძურებმა გადაწყვიტეს მიიღონ ზომები. SportItalia-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა ხვალ, მონტე კარლოში შედგება და იტალიელები მაკცრად ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.