დიდი ალბათობით ინტერში ჩინელებს არაბები შეცვლიან


დიდი ალბათობით ინტერში ჩინელებს არაბები შეცვლიან.
Suning-ი გუნდის ყიდვის მსურველს უკვე დიდი ხანია ეძებს და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ინტერი არაბების ხელში გადავიდეს.
გავლენიანი გამოცემა Times-ის ინფორმაციით, არაბული კომპანია Public Investment Fund-ი Suning-თან ინტერის ყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, არაბები ლომბარდიული გრანდის სანაცვლოდ ჩინელებს, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს.