დიბალამ სეზონის ბოლოს შესაძლოა რომა დატოვოს


დიბალამ სეზონის ბოლოს შესაძლოა რომა დატოვოს.
რომას თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა საკლუბო რეგისტრაცია ამ ზაფხულს შეცვალოს. Tuttosport-ის ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი ჯალოროსებს დატოვებს, თუ სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გადადგება. ასევე შესაძლებელია წასვლა, თუ რომა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება. შეგახსენებთ, რომ ახლა რომაული გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
წყაროს ცნობით, დიბალა კვლავ მილანის ინტერის რადარზეა, რომელიც გასულ ზაფხულს არგენტინელის შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების და ინძაგის გადაწყვეტილების გამო გარიგების დასრულება ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ დიბალას ტრანსფერი ინტერს ახლა 12 მილიონი ევრო დაუჯდება.