დიბალამ “ინტერთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა

 დიბალამ “ინტერთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა
სმარტუნიონი

დიბალამ “ინტერთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა მილანის ინტერთან პირად გარიგებაზე უკვე დათანხმდა.

Tyc Sport-ის ცნობით, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მილანის გუნდის ხელმძღვანელებს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. დიბალა შავ-ლურჯებთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში დაახლოებით რვა მილიონ ევროს მიიღებს. უახლოეს მომავალში დიბალა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “ინტერთან” ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.

გასულ სეზონში პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსში თამაშობდა. იტალიის ლიგაში 29 მატჩში თავდამსხმელმა ათი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები