Cancel Preloader

დიბალა ინტერში გადასვლასთან ახლოსაა

 დიბალა ინტერში გადასვლასთან ახლოსაა
Digiqole Ad

დიბალა ინტერში გადასვლასთან ახლოსაა.

თავდამსხმელი პაულო დიბალა ძალიან ახლოს არის მილანის ინტერში გადასვლასთან. არგენტინელს, რომელსაც კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან ზაფხულში ეწურება, მალე ნერაძურებთან სამწლიან კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.

ამრიგად, 28 წლის არგენტინელი მილანის ინტერის პირველი ტრანსფერი იქნება ამ სეზონში. დიბალას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა პრემიერ ლიგაში კარიერის გასაგრძელებლად, მაგრამ ფეხბურთელმა სერია A-ში დარჩენა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ დიბალა იუვენტუსის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია. არგენტინელმა ახალ ანაზღაურებაზე ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან” არ გაახანგრძლივა.

არგენტინელის გაფორმებას ასევე ცდილობს რომა. ტრანსფერში აქტიურადაა ჩრთული ტოტი რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის დიბალას 10 ნომრიანი მაისური დაუთმოს.