დე ვრი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

 დე ვრი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
Digiqole Ad

დევრი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ინტერის ცენტრალური მცველი სტეფან დევრი მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ახლახან ჰოლანდიელმა აგენტმა აღიარა, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ის აგრძელებს კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტების შესწავლას. Sky Sport-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა ინტერთან მუშაობის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა. ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე იქნება გათვლილი, ხელფასი კი წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში სტეფან დე ვრიმ სიმონე ინძაგის გუნდში 24 მატჩი ჩაატარა. ჭორების თანახმად, ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი ასევე ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს.