დელოფეუ ინტერის ნახევარმცველ ბარელას ჩავის ადარებს

 დელოფეუ ინტერის ნახევარმცველ ბარელას ჩავის ადარებს
სმარტუნიონი

დელოფეუ ინტერის ნახევარმცველ ბარელას ჩავის ადარებს.

უდინეზეს თავდამსხმელმა ჟერარ დელოფეუმ იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ინტერთან მატჩის შემდეგ (3:1) მეტოქის ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

ესპანელმა განსაკუთრებით გამოყო ინტერის ნახევარმცველი ნიკოლა ბარელა, რომელიც ბარსელონას ლეგენდა ჩავის შეადარა.

ნიკოლა ბარელა ფენომენალურია. მაისურის გაცვლა ვთხოვე. მან საოცარი საჯარიმო დარტყმით გაგვატანა. ნიკოლა ინტერის ნამდვილი სიმბოლოა. ბარელა ადგილობრივი ჩავია.

ჯერარ დელოფეუ

25 წლის ბარელამ მიმდინარე სეზონში ინტერში რვა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები