დე ვრის პრემიერ ლიგაში ახალი გამოწვევისთვის წასვლა სურს
დე ვრის პრემიერ ლიგაში ახალი გამოწვევისთვის წასვლა სურს.
მილანის ინტერის მცველ სტეფან დე ვრის გუნდის დატოვება ამ სატრანსფერო ფანჯარაში სურს. იტალიური გამოცემის Calciomercato-ს ცნობით, ჰოლანდიელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ “ინტერი” ამჟამად ახლოსაა მცველის მილან შკრინიარის პსჟ-სთვის 70 მილიონ ევროდ მიყიდვასთან. ამავდროულად, ადრე გავრცელდა ჭორები, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ნერაძურებს მინიმუმ ორი მოთამაშის გაყიდვა სჭირდებოდათ.
“ინტერმა” უკვე გადაწყვიტა ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კლუბში დე ვრისა და შკრინიარი ჩაანაცვლონ. ნერაძურები ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩისა და ტორინოდან გლეისონ ბრემერის შეძენას ცდილობენ.
