დავიდე ფრატესი ინტერის ფეხბურთელია
დავიდე ფრატესი ინტერის ფეხბურთელია.
ნერაძურის პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი. ცნობილია, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მომავალ სეზონს ინტერში იჯარით გაატარებს, რის შემდეგაც მას მილანური კლუბი გამოისყიდის – ეს გარიგების სავალდებულო პირობაა. იჯარის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 25 მილიონი ევროა.
“ინტერმა” 23 წლის იტალიელი იჯარის წესით დაიმატა ყიდვის ვალდებულებით.
ფრატესი სასუოლოში 2017 წლიდან თამაშობს. მან 76 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.