დასახელდა რა პირობით დარჩება ჯეკო ინტერში
დასახელდა რა პირობით დარჩება ჯეკო ინტერში.
თავდამსხმელი ედინ ჯეკო, 36 წლის ასაკში, კვლავ ფეხბურთის მაღალ დონეს აჩვენებს – 2022/2023 წლების სეზონში გამოცდილმა ბოსნიელმა თავდამსხმელმა ინტერში 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ბოლო კვირების განმავლობაში პრესაში ბევრს საუბრობდნენ ჯეკოს მომავალზე, რადგან მისი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
იტალიურ მედიაზე დაყრდნობით Goal.com იტყობინება, რომ ჯეკოს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდება მხოლოდ ხელფასების 5,5-დან 3 მილიონ ევრომდე შემცირებით სეზონზე + ბონუსები.
“ინტერი” იტალიის სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ოფიციალურ მატჩს გუნდი 4 იანვარს “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართავს.