Cancel Preloader

დარმიანმა კარიერაში თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა

 დარმიანმა კარიერაში თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა
Digiqole Ad

დარმიანმა კარიერაში თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა.

მილანის ინტერის იტალიელმა მცველმა მატეო დარმიანმა, რომელიც წარსულში ტურინოსა და მანჩესტერ იუნაიტედშიც თამაშობდა, თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა. მისი თქმით, ეს იყო კალიარისთან მატჩში გატანილი გოლი ინტერის მაისურით ჩემპიონატიში 2020/2021 წლების სეზონში.

ჩემი საუკეთესო გოლი? ეს არის გოლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო კალიარისთან საშინაო მატჩში, ჰაკიმიმ და ლუკაკუმ ერთმანეთში გაითამაშს, მე კი პასის შემდეგ გოლის გატანა მოვახერხე. მოვიგეთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობის ტიტულისკენ.

მატეო დარმიანი

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ტიტულის მოგების შემდეგ, მილანურმა კლუბმა გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.