დარმიანი: “გუნდი უბრუნდება სწორ გზას”
დარმიანი: “გუნდი უბრუნდება სწორ გზას”
იტალიის ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩში მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოუგო ლეჩეს და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ინტერის მცველი მატეო დარმიანი ძალიან კმაყოფილია, რომ წინა ტურში ბოლონიასთან მარცხს გუნდმა სათანადოდ უპასუხა.
სამი მნიშვნელოვანი ქულა, სასიამოვნოა ბოლონიასთან მარცხის შემდეგ გამარჯვების გზაზე დაბრუნება. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა და დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენ დავბრუნდით სწორ გზაზე და უნდა დავრჩეთ მასზე.
მატეო დარმიანი