დარმიანი: “ჩემმა გოლმა საშუალება მისცა ინტერს გაეგრძელებინა ბრძოლა იტალიის თასისთვის”
დარმიანი: “ჩემმა გოლმა საშუალება მისცა ინტერს გაეგრძელებინა ბრძოლა იტალიის თასისთვის”
ინტერის მცველმა მატეო დარმიანმა კოპა იტალიის 1/4 ფინალში ატალანტასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ამ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 33 წლის იტალიელი გახდა.
არ ვიცი ჩემი გოლი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია თუ არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგვცა საშუალება გაგვეგრძელებინა ბრძოლა კოპა იტალიისთვის, რომელზეც ვოცნებობთ. ახლა მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.
მატეო დარმიანი
ნახევარფინალში მილანური გუნდი იუვენტუსი – ლაციოს გამარჯვებულს შეხვდება.