დ’ამბროსიო მომავალ სეზონში ინტერში დარჩება


დ’ამბროსიო მომავალ სეზონში ინტერში დარჩება.
მცველი დანილო დ’ამბროსიო მომავალ სეზონში მილანის ინტერში დარჩება. ჟურნალისტი ნიკოლო შირა ადასტურებს, რომ ნერაძურებს სურთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელი მომდევნო კამპანიისთვის შეინარჩუნონ.
დ’ამბროსიოს კონტრაქტი მილანის “ინტერთან” მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ფეხბურთელი წასვლას უკვე ამ სატრანსფერო ფანჯარაში ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ჯუზეპე მეაცაზე დარჩენა გადაწყვიტა.
გასულ სეზონში დამბროსიომ იტალიის სერია A-ში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. სექტემბრის შუა რიცხვებში ფეხბურთელი უკვე 34 წლის გახდება. ფეხბურთელი “ნერაძურში” 2013 წლის ზაფხულიდან თამაშობს, როცა ტორინოდან გადავიდა.