Cancel Preloader

დ’ამბროსიო ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წარუმატებელ სტარტს გამოეხმაურა

 დ’ამბროსიო ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წარუმატებელ სტარტს გამოეხმაურა
Digiqole Ad

დ’ამბროსიო ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წარუმატებელ სტარტს გამოეხმაურა.

“ინტერის” მცველმა დანილო დ’ამბროზიომ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის “ბაიერნთან” გუშინდელ მატჩში (0:2) ავტოგოლი გაიტანა, ევროთასებზე თავისი გუნდის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა.

ჩვენ გვესმოდა, რომ რთული მატჩი გვქონდა ძალიან ძლიერ მეტოქესთან. ინტერი ცდილობდა მათთვის პრობლემები შეექმნა, ჩვენ შეტევაზე გადავედით. თუმცა ბაიერნს ნახევარი შანსი მაინც მივცეთ და ამით ისარგებლენ. იმაზე მეტად უნდა ვიმუშაოთ, ვიდრე აქამდე.

დანილო დ’ამბროსიო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში ნერაძურები სტუმრად ჩეხურ “ვიქტორიას” შეხვდებიან.