ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება ლუკაკუ ინტერში

 ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება ლუკაკუ ინტერში
სმარტუნიონი

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება ლუკაკუ ინტერში.

რომელუ ლუკაკუმ ვერ შეძლო კარგად თამაში ჩელსიში ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით და ახლა ბელგიელი თავდამსხმელი ინტერში დაბრუნებისთვის ემზადება. Sport Mediaset-ის ცნობით, ლუკაკუ მილანში ოთხშაბათს, 29 ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ პრობლემა არ გამოვლინდა, კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ინტერი იჯარაში 8 მილიონ ევროს გადაიხდის, ჩელსის კი ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონის მიღება შეუძლია.

29 წლის ბელგიელი თავად დათანხმდა ხელფასის 12-დან 8 მილიონ ევრომდე შემცირებას.

რომელუ ლუკაკუ “ინტერში” 2019 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. ბელგიელი დაეხმარა ნერაძურის 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონები გამხდარიყვნენ.

ბოლოს დამატებული პოსტები