ცნობილი გახდა იტალიური კლუბების შემოსავალი ტელევიზიიდან
ცნობილი გახდა იტალიური კლუბების შემოსავალი ტელევიზიიდან.
იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის ბოლოს სატელევიზიო გადაცემებში ინტერმა ყველაზე მეტი გამოიმუშავა.
ცნობილი გახდა იტალიური კლუბების შემოსავალი სატელევიზიო გადაცემებიდან 2021/22 წლების სეზონის ბოლოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერმა იტალიის ჩემპიონატში სხვებზე მეტი გამოიმუშავა – 84,2 მილიონი ევრო. მეორე ადგილზეა იუვენტუსი 77,9 მილიონი ევროთი. მესამე ადგილზე იტალიის მოქმედი ჩემპიონი მილანია 77,8 მილიონით.
შემდეგ მოდის ნაპოლი (68,5 მილიონი) და რომა (64,1 მილიონი ევრო).