ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩზე მსაჯები დაინიშნენ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩზე მსაჯები დაინიშნენ.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის მილანსა და ინტერს შორის მსაჯების დანიშვნების შესახებ.
მოედანზე იმუშავებს გუნდი, რომელსაც ხესუს ხილ მანსანო უხელმძღვანელობს. მას დაეხმარებიან ხუან მარტინეს მუნუერა (VAR) და ალეხანდრო ერნანდესი (AVAR).
შეგახსენებთ, რომ მსაჯთა მთელი გუნდი წარმოადგენს ესპანეთს.
მილანისა და ინტერის მატჩი ოთხშაბათს, 10 მაისს გაიმართება. ფეხბურთელები და მაყურებლები სან სიროზე სასტარტო სასტვენს თბილისის დროით 23:00 საათზე მოისმენენ. საპასუხო მატჩი ექვს დღეში გაიმართება.