ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი დაინიშნა
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი დაინიშნა.
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯების დანიშვნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ფინალში ერთმანეთს, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” და იტალიური “ინტერი” შეხვდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს პოლონეთიდან მსაჯთა გუნდი მოემსახურება. მოედანზე იმუშავებს შიმონ მარჩინიაკი. ვარის ოთახიდან მას ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ მარჩინიაკი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მუშაობდა, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ მადრიდის რეალი 4-0 დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ბოლოს მარჩინიაკი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იმსაჯა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.