ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლისთვის ინტერი 10,6 მილიონ ევროს იღებს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლისთვის ინტერი 10,6 მილიონ ევროს იღებს.
ცნობილი გახდა, რამდენი გამოიმუშავა მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლისთვის. ჟურნალისტი დანიელ მარის თქმით, ნერაძურებმა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის 10,6 მილიონი ევრო მიიღეს. ამ სეზონში ყველაზე პრესტიჟული ევროპული შეჯიბრებიდან მთლიანმა შემოსავალმა 68,5 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ⅛ ფინალში ინტერმა საერთო ჯამში 1-0 დაამარცხა პორტო. გუნდი 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
პირველად 2005/06 წლების სეზონის შემდეგ, სამმა იტალიურმა გუნდმა ერთდროულად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ბილეთი. ინტერის გარდა, თასისთვის ბრძოლას მილანი და სერია A-ს ლიდერი ნაპოლი გააგრძელებენ.