ჩელსის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს
ჩელსის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს.
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს. The Athletic-ის ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც შესაძლოა ნერაძურებმა ამ ზაფხულს გაყიდონ, თომას ტუხელი სერიოზულად განიხილება, როგორც წინა ხაზის გაძლიერება.
აღნიშნულია, რომ მარტინესით ჩელსის ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ თამაშობდა ფეხბურთელი ინტერში რომელუ ლუკაკუსთან ერთად, რომელიც გასულ ზაფხულს სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნდა. ამასთან, წყარო დასძენს, რომ არგენტინელი ამ სეზონში ძალიან ძვირი დაჯდება.
მარტინესის მომსახურებით ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტოტენჰემიც არის დაინტერესებული.