ჩელსიმ შესაძლოა დუმფრისის ტრანსფერში ინტერს თავისი ფეხბურთელი დაუთმოს

 ჩელსიმ შესაძლოა დუმფრისის ტრანსფერში ინტერს თავისი ფეხბურთელი დაუთმოს
სმარტუნიონი

ჩელსიმ შესაძლოა დუმფრისის ტრანსფერში ინტერს თავისი ფეხბურთელი დაუთმოს.

ლონდონის “ჩელსი” ჰოლანდიელი მცველის დენზელ დუმფრისის ტრანსფერის გარიგებაში მისი ფეხბურთელის ჩართვას შეეცდება. ამის შესახებ პორტალი Goal.com იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფულადი კომპენსაციის გარდა, მილანის გრანდს შეუძლია მცველი ტრევო ჩალობას უფლებები მიიღოს. მას შეუძლია ნერაძურის ბანაკში შეცვალოს სლოვაკი მილან შკრინიარი, რომელიც პსჟ-ში გადადის.

ჩალობამ ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო. 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მისი კონტრაქტი “პენსიონერებთან” 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ბოლოს დამატებული პოსტები