ჩელსი ონანას სანაცვლოდ ინტერს ორ ფეხბურთელს სთავაზობს

 ჩელსი ონანას სანაცვლოდ ინტერს ორ ფეხბურთელს სთავაზობს
Digiqole Ad

ჩელსი ონანას სანაცვლოდ ინტერს ორ ფეხბურთელს სთავაზობს.

მილანის ინტერის მეკარე ანდრე ონანა ჩელსის სატრანსფერო სამიზნეა. როგორც The Sun-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, “პენსიონერები” მზად არიან, მეკარისთვის ინტერს ორი ფეხბურთელი შესთავაზონ.

თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ და მცველი კალიდუ კულიბალი შესაძლოა მილანში წავიდნენ. ბელგიელი თავდამსხმელი გასულ სეზონში ნერაძურში იჯარით თამაშობდა. მას ინტერში დარჩენა სურს.

ონანას კონტრაქტი 2027 წლის შუა რიცხვებამდე აკავშირებს მილანის ტოპ კლუბთან. მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გასულ სეზონში ანდრემ “ინტერის” შემადგენლობაში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა.