ჩელსი ინტერს ნახევარმცველისთვის 25 მილიონ ევროს სთავაზობს
ჩელსი ინტერს ნახევარმცველისთვის 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
ლონდონის ჩელსი მალე მილანის ინტერს დაუბრუნდება ნიჭიერი ნახევარმცველის, ჩეზარე კასადეის ტრანსფერზე მორიგი შეთავაზებით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარკო ბარძალი იტყობინება.
ამბობენ, რომ ჩელსი მომავალი სეზონის ბოლოს ნ’გოლო კანტესა და ჟორჟინიოს შესაძლო წასვლისთვის ემზადება. ორივე ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი.
გუშინ ჩელსიმ ასტონ ვილადან კარნი ჩუკვუემეკა გაიფორმა, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნახევარმცველად ითვლება. პარალელურად, კლუბი “ბარსელონადან” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგის შეძენას ცდილობს.