ჩელსი ინტერს მეკარის გაცვლას სთავაზობს

 ჩელსი ინტერს მეკარის გაცვლას სთავაზობს
Digiqole Ad

ჩელსი ინტერს მეკარის გაცვლას სთავაზობს.

ლონდონის “ჩელსის” შეუძლია მილანის “ინტერის” კამერუნელი მეკარე ანდრე ონანას შეძენა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა Todofichajes-ში გაავრცელეს.

26 წლის აფრიკელის ტრანსფერის ინიციატორი ტოდი ბოელია. ხელმძღვანელი მზად არის, კომპენსაციის სახით ინტერს დამატებით შესთავაზოს მეკარე ედუარდ მენდის უფლებები.

გასულ ზაფხულს ონანა შეუერთდა მილანის ტოპ კლუბს ამსტერდამის აიაქსიდან უფასო ტრანსფერით. მან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ანდრემ სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა.