ჩავი: “გვახსოვს 2010 წელი, სამწუხარო ამბავი”
ჩავი: “გვახსოვს 2010 წელი, სამწუხარო ამბავი”
ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მომავალი მატჩის კონტექსტში 2010 წელი გაიხსენა, როცა ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო. ნახევარფინალში ბარსელონა მილანში 1-3 დამარცხდა, შინ 1-0 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – ინტერი ფინალში გავიდა და იქ მოიგო.
მახსოვს ის მატჩები, ვულკანის ამოფრქვევის გამო ავტობუსით მივდიოდით, ადვილი არ იყო. მათ მოურინიო წვრთნიდა, ამ მატჩებზე ბევრი კამათი იყო და ზოგადად ჩვენთვის ეს სამწუხარო ამბავი იყო.
ჩავი ერნანდესი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა ინტერსა და ბარსელონას შორის სამშაბათს, 4 ოქტომბერს გაიმართება. ის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ხელმისაწვდომია იქენბა ჩვენს ვებ – გვერდზე.