ჩალჰანოღლუთი პრემიერ ლიგის კლუბები არის დაინტერესებული
ჩალჰანოღლუთი პრემიერ ლიგის კლუბები არის დაინტერესებული.
მილანის ინტერის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუთი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები არის დაინტერესებული. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sport Mediaset ავრცელებს.
იმ კლუბების სახელები, რომლებიც თურქეთის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი, ჯერ არ სახელდება, თუმცა 28 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის ოდენობა შესაძლოა 30 მილიონი ევრო იყოს. “ინტერმა” შესაძლოა განიხილოს ფეხბურთელის გაყიდვა ფინანსური ვალების დახურვის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ჩალანოღლუ ინტერს გასულ ზაფხულს შეუერთდა, როგორც თავისუფალი აგენტი მილანიდან.
