ჩალჰანოღლუ პრემიერ ლიგის კლუბის სატრანსფერო სამიზნე გახდა
ჩალჰანოღლუ პრემიერ ლიგის კლუბის სატრანსფერო სამიზნე გახდა.
თურქეთის ნაკრებისა და მილანის ინტერის ნახევარმცველს ჰაკან ჩალჰანოღლუს შეუძლია საკლუბო რეგისტრაცია შეცვალოს. როგორც Calciomercato-ს ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთელს კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
წყაროს ცნობით, ჩალჰანოღლუს მომსახურებით ინტერესს ნიუკასლი იჩენს. “კაჭაკები” მზად არიან თურქი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში იყიდონ. მისი ტრანსფერისთვის ინგლისურ კლუბს დაახლოებით 30 მილიონი ევროს შეთავაზება შეუძლია.
ჰაკანი ნერაძურში 2021 წლის ივლისიდან თამაშობს. მილანის გრანდთან მისი კონტრაქტის ვადა 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.