ჩალჰანოღლუ ინტერის ლაზარეთში აღმოჩნდა

 ჩალჰანოღლუ ინტერის ლაზარეთში აღმოჩნდა
Digiqole Ad

ჩალჰანოღლუ ინტერის ლაზარეთში აღმოჩნდა.

ინტერის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ კლუბის ლაზარეთში მოხვდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თურქ ფეხბურთელს შემოწმების შემდეგ მარცხენა ბარძაყის ტრავმა დაუდგინდა.

“მოთამაშის მდგომარეობა მომავალ კვირას შეფასდება”, – ნათქვამია ინტერის განცხადებაში. როგორც ხედავთ, იტალიური კლუბი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადებს არ ასახელებს.

2022/2023 წლების სეზონში ჰაკან ჩალჰანოღლუმ მონაწილეობა მიიღო ინტერის რვა მატჩში. თურქი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ეფექტური პასია.

კვირას, 18 სექტემბერს, ინტერი იტალიის ჩემპიონატის სტუმრად უდინეზეს შეხვდება.