ჩალჰანოღლუ: “ამდენი წლის შემდეგ ინტერი მეოთხედფინალში გავიდა და ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით”
ჩალჰანოღლუ: “ამდენი წლის შემდეგ ინტერი მეოთხედფინალში გავიდა და ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევით”
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში პორტუსთან მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
ემოციები ახლა ძალიან მაღალია. ამდენი წლის შემდეგ მეოთხედფინალში გავედით და ამ მიღწევით ვამაყობთ. ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ გამოვიარეთ. ეს არ იყო ადვილი. ვულოცავ გუნდს კარგად შესრულებულ სამუშაოს.
ჰაკან ჩალჰანოღლუ
ინტერის ნახევარმცველი ჰაკან კაჰანოღლუ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში პორტოს წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მას შემდეგ, რაც ინტერმა პირველ მატჩში 1-0 მოიგო, გუშინდელი ფრის წყალობით მილანის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა. ინტერის მომდევნო მეტოქე კენჭისყრის შედეგებით გამოვლინდება, რომელიც 17 მარტს გაიმართება.