ბუფონმა დაასახელა გუნდი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი უნდა მოიგოს
იუვენტუსის ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემპიონატის აღმავლობას და ვარდნას, რომელშიც ტიტულის მოპოვების დაახლოებით თანაბარი შანსები აქვს სამ კლუბს, გარდა იუვენტუსის, რომელსაც ეს შესაძლებლობები არ დაუკარგავს.
ბუფონს მიაჩნია, რომ ეს სეზონი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესოა, მან ტიტულისთვის ბრძოლაშიც დაასახელა თავისი ფავორიტი.
ძალიან თანაბარ ჩემპიონატს ვხედავთ, თუმცა, როგორც წესი, ერთ-ერთი გუნდი დომინირებს. სეზონის დასაწყისში ჩანდა, რომ ინტერი უნდა გაბატონებულიყო, მაგრამ მათ ჰქონდათ ვარდნა. თუმცა, ახლა, იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ, ისევ მეჩვენება, რომ ინტერი ფავორიტია.
ჯანლუიჯი ბუფონი