ბროზოვიჩი: “ბარსელონას წინააღმდეგ მატჩები ინტერისთვის გადამწყვეტი იქნება”


ბროზოვიჩი: “ბარსელონას წინააღმდეგ მატჩები ინტერისთვის გადამწყვეტი იქნება”
ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი მიიჩნევს, რომ გუნდის ბედი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან მომავალ დაპირისპირებებზე იქნება დამოკიდებული.
გუნდები ერთმანეთს 4 ოქტომბერს მილანში შეხვდებიან, ხოლო კატალონიაში მატჩი იმავე თვის 12-ში გაიმართება.
დარჩენილ ყველა მატჩში მოგებისთვის ვითამაშებთ, მაგრამ “ბარსელონასთან” ორი მოახლოებული შეხვედრა ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, როგორც ეს გავაკეთეთ ჩეხეთის რესპუბლიკაში.
მარსელო ბროზოვიჩი
ნერაძურის ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვთ. პირველ მატჩში სიმონე ინძაგის გუნდმა შინ დამარცხდა ბაიერნთან (0:2), სტუმრად კი ვიქტორია პილზენი დაამარცხა (2:0).