ბროზოვიჩი არწმუნებს პერიშიჩს, გაახანგრძლივოს კონტრაქტი ინტერთან
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერის ნახევარმცველს მარსელო ბროზოვიჩს გუნდში თანამემამულე ივან პერიშიჩის დარჩენა სურს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პერიშიჩს “ინტერთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაგრძელდეს, წელიწადში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით. თავად ხორვატს მილანურ კლუბში დარჩენა სურს. ბროზოვიჩიც ამას ამტკიცებს.
ის “ინტერში” 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.