ბოლონიამ ზედიზედ ორი მატჩი ინტერთან 21-ე საუკუნეში პირველად მოიგო

 ბოლონიამ ზედიზედ ორი მატჩი ინტერთან 21-ე საუკუნეში პირველად მოიგო
Digiqole Ad

ბოლონიამ ზედიზედ ორი მატჩი ინტერთან 21-ე საუკუნეში პირველად მოიგო.

იტალიის სერია A-ს ოცდამეოთხე ტურის მთავარი სენსაცია იყო ბოლონიის გამარჯვება მილანის ინტერთან – შეხვედრის ერთადერთი გოლი რიკარდო ორსოლინიმ გაიტანა76-ე წუთზე. როგორც გაირკვა, ბოლონიამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო შინ ინტერთან, პირველად 21-ე საუკუნეში, რაც მანამდე 1999 წელს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბოლონიამ ინტერს სძლია, 2:1 – ეს იყო ძალიან რთული მარცხი, რომელიც საბოლოოდ ნერაძურის ჩემპიონის ტიტულად დაუჯდა, რადგან მხოლოდ ორი ქულიანი სხვაობით სკუდეტო მილანს დარჩა.