ბოლონია – ინტერი | სერია A 21-22 | N20
ინტერისთვის ეს მატჩი – სატურნირო ცხრილში აშკარა პირველი ადგილის მიღწევის შესაძლებლობაა. ქულების ნებისმიერი დაკარგვა მილანს დატოვებს სერია A-ს სათავეში.
ეს მატჩი იანვარში დაგეგმილით რომ ჩატარებულიყო, მაშინ ჰაკან ჩალანოღლუ და ედინ ჯეკო ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. თურქი ნახევარმცველი იმ მომენტში ტრამვირებული იყო, ბოსნიელი თავდამსხმელი კი კორონავირუსი დაუდგინდა.
ახლა ინტერს თითქმის იდეალური საკადრო მდგომარეობა აქვს – დადასტურებით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ნახევარმცველი არტურო ვიდალია მიუწვდომელი. სავარაუდოდ გუნდს ასევე ვერ დაეხმარება რობინ გოსენსი და ფელიპე კაისედო.
გადადებული მატჩი 27 აპრილს 11ის 15 წუთზე დაიწყება თბილისის დროით.