ბისეკი: “ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე ძალიან ამაყი”
ბისეკი: “ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე ძალიან ამაყი”
ინტერის ახალწვეულმა მცველმა იან ბისეკმა კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე კომენტარი გააკეთა.
ყველა ფეხბურთელი ოცნებობს უზარმაზარ კლუბში თამაშზე. ინტერი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია. ცხადია, ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე ძალიან ამაყი. ჩემი კარიერისთვის ძალიან კარგია, რომ ჩემ მიმართ ინტერესი ისეთმა კლუბმა გამოიჩინა როგორიც ინტერია. მაქსიმალურად ვიმუშავებ, ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“.
იან ბისეკი
22 წლის გერმანელის კონტრაქტი ხუთ სეზონზეა გათვლილი.
ბისეკი კიოლნის აღზრდილია. 2021 წლიდან მცველი დანიის ორჰუსში თამაშობს.