ბერგომი: “ლაუტარო ინტერის ნამდვილი ლიდერი გახდა”
ბერგომი: “ლაუტარო ინტერის ნამდვილი ლიდერი გახდა”
ინტერის მცველი ჯუზეპე ბერგომი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბის ახალი ლიდერი გახდა.
ლაუტარო მარტინესი ტექნიკური და ემოციური თვალსაზრისით ლიდერობს. ის კარგ მაგალითს აძლევს მოედანზე სხვებს. ლიდერი ის მოთამაშეა, რომელიც იზიდავს პარტნიორებს, აერთიანებს მის ირგვლივ და იმარჯვებს.
ჯუზეპე ბერგომი
სერია A-ს 22 ტურის შემდეგ ინტერი 47 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაუტარო მარტინესმა ინტერის მაისურით საიუბილეო 90 გული გაიტანა ყველა ტურნირზე.