ბერგომი: “ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ინტერისთვის სასწაულია, გუნდი ამისთვის მზად არ არის”
ბერგომი: “ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ინტერისთვის სასწაულია, გუნდი ამისთვის მზად არ არის”
მილანის ინტერის ყოფილი კაპიტანი ჯუზეპე ბერგომი პესიმისტურია – ის თვლის, რომ ინტერი არ არის მზად ევროპის რვა საუკეთესო კლუბს შორის სათამაშოდ. მისი თქმით, გუნდს ბევრი აკლია:
საოცრებაა, რომ ინტერი მოხვდა ევროპის საუკეთესო რვა კლუბში. ზამთარში არანაირი შენაძენი, გუნდი ღია თამაშში ვერაფერს აკეთებს, მასში სწრაფი მოთამაშეები არ არიან. კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ არ ან ვერ დარბიან.
ჯუზეპე ბერგომი
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიურ გუნდს პორტუგალიურ “ბენფიკასთან” მოუწევს ბრძოლა, პირველი მატჩი 11 აპრილს გაიმართება.