ბეპე მაროტა: დიბალასთან “ჯერ არაფერია გადაწყვეტილი”.
ბეპე მაროტა: დიბალასთან “ჯერ არაფერია გადაწყვეტილი”.
ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შეაფასა კლუბის შანსები პაულო დიბალას შეძენის შესახებ.
ჩვენ შევხვდით მის აგენტებს. ჩვენ ყოველთვის ვიკვლევთ შესაძლებლობებს, მაგრამ სრული შეთანხმების მისაღწევად, ორივე მხარეს შესაბამისი პირობები უნდა არსებობდეს. ამ დროისთვის დიბალას საკითხზე არაფერია გადაწყვეტილი.
ბეპე მაროტა
ბოლო დრომდე დიბალას “ინტერში” გადასვლა თითქმის მოგვარებულ საკითხად ჩანდა. თუმცა, მილანურმა კლუბმა მოლაპარაკება შეაჩერა იუვენტუსის თავდამსხმელის ხელმოწერამდე კლუბში ხელფასის განტვირთვის აუცილებლობის გამო. სხვა კლუბები კი ცდილობენ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით.