ბენჟამინ პავარი ინტერის ფეხბურთელია
ბენჟამინ პავარი ინტერის ფეხბურთელია.
“ბაიერნის” მცველი ბენჟამინ პავარი “ინტერის” ფეხბურთელი გახდა, იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი.
ვგეგმავ სკუდეტოს მოგებას, რათა ინტერს მეორე ვარსკვლავი ჰქონდეს. მე ვცხოვრობ თასების მოსაგებად და ეს მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის.
ბენჟამინ პავარი
27 წლის ფრანგმა მილანელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
პავარი ბაიერნში 2019 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ მიუნხენის გუნდში 163 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.