ბენფიკას ალექსის სანჩესის შეძენა სურს

 ბენფიკას ალექსის სანჩესის შეძენა სურს
სმარტუნიონი

ბენფიკას ალექსის სანჩესის შეძენა სურს.

ალექსის სანჩესმა შესაძლოა შეცვალოს საკლუბო რეგისტრაცია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში. ლისაბონის ბენფიკა ცნობილი 33 წლის თავდამსხმელის შეძენის იმედი აქვს.

Tuttosport-ის ცნობით, სანჩესი მზადაა მოისმინოს პორტუგალიის შეთავაზება, თუმცა ბარსელონაში დაბრუნებას ამჯობინებს. ჭორები სანჩესის “კამპ ნოუზე” დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ დროდადრო ვრცელდება მედიაში, თუმცა ასეთი ტრანსფერი მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

მოქმედი კონტრაქტი ალექსის სანჩესს ინტერს კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს. ავტორიტეტული პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები ჩილეელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებენ.

ბოლოს დამატებული პოსტები