ბენფიკა – ინტერი | ჩემპიონთა ლიგა 22-23 | 1/4 ფინალი
ბენფიკა – ინტერი | ჩემპიონთა ლიგა 22-23 | 1/4 ფინალი.
დღეს ბენფიკა და ინტერი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩს გამართავენ. მატჩი ლისაბონში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“ინტერი”
ინტერს კვლავ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. სიმონე ინძაგის გუნდს ყველა შეჯიბრში ბოლო 6 მატჩი არ მოუგია, სამი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნერაძურებმა პორტო დაამარცხეს (1:0, 0:0).
სტატისტიკა
ევროტურნირებზე ინტერს არ წაუგია ბენფიკასთან (2 მოგება და ფრე). ბოლოს გუნდები ერთმანეთს უეფას თასის 1/8 ფინალში 2003/2004 წლების სეზონში შეხვდნენ (0:0 ლისაბონში, 4:3 მილანში).
– ბენფიკამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (12 მოგება, 5 ფრე).
– ინტერს ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩი არ მოუგია (3 ფრე, 3 მარცხი).
– ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გასვლითი მატჩი ინტერს არ მოუგია (2 ფრე და მარცხი).