ბერგომი დიბალაზე: “ვფიქრობ, ის ადვილად მოერგება ინტერს”

 ბერგომი დიბალაზე: “ვფიქრობ, ის ადვილად მოერგება ინტერს”
სმარტუნიონი

ბერგომი დიბალაზე: “ვფიქრობ, ის ადვილად მოერგება ინტერს”

ინტერის ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ თავდამსხმელის, პაოლო დიბალას მილანურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

თუ ის ინტერში წავა, ვფიქრობ, კარგად მოერგება გუნდს. როგორც კი სტადიონზე შეხვალთ, განიცდით უნიკალურ გამოცდილებას. ინტერს ყოველთვის ჰყავდა 10 ნომერი, რომელიც აღფრთოვანებს გულშემატკივრებს.

ჯუზეპე ბერგომი

დიბალას კონტრაქტი იუვენტუსთან ზაფხულში ეწურება. თავდამსხმელის ერთ-ერთი პრეტენდენტი “ინტერია”.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები