ბასტონით დაინტერესებულია ლონდონური კლუბი, თუმცა მას თავად სურს ინტერში დარჩენა


ბასტონით დაინტერესებულია ლონდონური კლუბი, თუმცა მას თავად სურს ინტერში დარჩენა.
მილანის ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ჟურნალისტ მატეო მორეტოს თქმით, ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, თავის გუნდში იხილოს თავისი ყოფილი მცველი.
მაგრამ ყოფილი მწვრთნელის სურვილის მიუხედავად, თავად ფეხბურთელს ჯუზეპე მეაცაზე დარჩენა სურს. ამასთან, შესაძლოა, ფეხბურთელი კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ინტერიდან იძულებულით წასვლა მოუწიოს.
ბასტონიმ ადრე თქვა, რომ კონტე მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. ტოტენჰემმა ინტერის ერთ-ერთი მოთამაშის ტრანსფერი უკვე დაასრულა. ცოტა ხნის წინ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ივან პერიშიჩი შეუერთდა.