ბასტონიმ შესაძლოა გამოტოვოს თასის მატჩი მილანთან


ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა ტრავმის გამო შესაძლოა გამოტოვოს იტალიის თასის მეორე ნახევარფინალი მილანთან.
მილანის გაზეთი Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში შეაფასებს თავის ფიზიკურ მდგომარეობას, რათა დადგინდეს მზად არის თუ არა მატჩის დასაწყებად.
სამშაბათს, იტალიის თასზე, როსონერისთან მატჩში, დე ვრი თითქმის აუცილებლად დაიწყებს ძირითადიდან. ბასტონი ითამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულიად გამოჯანმრთელდება.