ბასტონი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს
ბასტონი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს.
ინტერის მცველი ალესანდრო ბასტონი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს იუვენტუსთან გამოტოვებს.
„გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბასტოგენს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა. მომავალ კვირას მისი მდგომარეობა ხელახლა შეფასდება”, – ნათქვამია ინტერის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამრიგად, ალესანდრო ბასტონი 19 მარტს იუვენტუსთან არ ითამაშებს. სავარაუდოდ, მცველი იტალიის ნაკრების მატჩებსაც გამოტოვებს.
2022/2023 წლების სეზონში ალესანდრო ბასტონიმ 30 მატჩი ჩაატარა. მათში მცველმა პარტნიორებს ხუთი საგოლე გადაცემა გაუკეთა.