ბასტონი ითამაშებს იტალიის თასის ფინალში
“ინტერის” იტალიელი მცველი ალესანდრო ბასტონი გუნდს ეროვნული თასის ფინალში ტურინის “იუვენტუსთან” დაეხმარება.
Sky Sport-ის ცნობით, 23 წლის იტალიელი ტრავმის შემდეგ ვარჯიშს საერთო ჯგუფში დაუბრუნდა, ამიტომ ბასტონი იუვენტუსთან კოპა იტალიის ფინალში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული თასისთვის გადამწყვეტი მატჩი 11 მაისს თბილიის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ალესანდრო ბასტონმა იტალიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.