ბასტონი: “ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავეხმაროთ ერთმანეთს ბენფიკას დამარცხებაში”

 ბასტონი: “ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავეხმაროთ ერთმანეთს ბენფიკას დამარცხებაში”
Digiqole Ad

ბასტონი: “ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავეხმაროთ ერთმანეთს ბენფიკას დამარცხებაში”

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ თამაშში ბენფიკასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ემოციები ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონმა გააზიარა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ 23 წლის იტალიელი აღიარეს.

ვიცოდით, რომ სწორედ ასეთი თამაში უნდა გვეჩვენებინა ბენფიკას დასამარცხებლად. 90 წუთის განმავლობაში ერთიანად უნდა გვემოქმედა, უნდა დავეხმარებოდით ერთმანეთს თითოეული ბურთისთვის ბრძოლაში. ჩემი პასი ბარელას? მე ვიცი, რომ შემიძლია ასეთი გადაცემის გაცემა. რა თქმა უნდა, არა ყოველთვის, მაგრამ დღეს გავაკეთე ეს.

ალესანდრო ბასტონი

განმეორებითი მატჩი ოთხშაბათს, 19 აპრილს, მილანში გაიმართება. შეხვედრა თბილიის დროით 23:00 საათზე დაიწყება.