ბარსელონას ნახევარმცველ კესიეს ინტერში გადასვლა სურს

 ბარსელონას ნახევარმცველ კესიეს ინტერში გადასვლა სურს
Digiqole Ad

ბარსელონას ნახევარმცველ კესიეს ინტერში გადასვლა სურს.

“ბარსელონას” ნახევარმცველს, ფრანკ კესიეს, კარიერის ინტერში გაგრძელება სურს, იტყობინება ჟურნალისტი ხავი მიგელი.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა იცის, რომ კატალონიელებს მისი გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სურთ და მას სერია A-ში დაბრუნება სურს. მანამდე კესიე ასევე იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა მილანში, ატალანტასა და ჩეზემაში.

26 წლის ივუარელი კატალონიელებს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მან 42 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის ღირებულება Transfermarkt-ის პორტალზე 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.